LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპენსიო რეფორმაზე რეფერენდუმის ჩატარების საკითხი არ განიხილება

72

საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების საკითხი არ განიხილება. ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებას, რომ საპენსიო რეფორმით კონსტიტუცია ირღვევა.

“ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან გადასახადების განმარტება ჩვენ გვაქვს საგადასახადო კოდექსში, რომელიც ემყარება საერთაშოროსო განმარტებებს. გადასახადი არის ის, რაც მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში ზოგადი ხარჯების დასაფინანსებლად და ამ შენატანებისთვის ეს კრიტერიუმი არ ვრცელდება. ეს არის თანხა, რომელიც მიემართება აღნიშნული პიროვნების პირად ანგარიშზე, რომელიც არის პირის პირადი საკუთრება ერთადერთი შეზღუდვით, რომ ამ თანხას გამოიყენებს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, ან განსაკუთრებულ შემთხვევაში”, – განაცხადა გაგუამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ამ საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდეს, გაგუამ უპასუხა, რომ “აღნიშნული თემა არ ექვემდებარება რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნას, რადგან ეს არ არის გადასახადი და არ ჯდება გადასახადის არც ერთ ფორმულირებაში, არც ჩვენი და არც საერთაშორისო კანონმდებლობაში”.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტს განიხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები