LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპენსიო რეფორმის დაგეგმვის დროს მთავრობა ევროპის ქვეყნების შეცდომებს გაითვალისწინებს

47

საპენსიო   რეფორმის კონცეფცია გულისხმობს კერძო დაგროვებითი სისტემის კომპონენტის დანერგვას არსებული სოციალური საპენსიო პაკეტის პარალელურად, ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა  საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებულ საჯარო დისკუსიაზე განაცხადა.

„ეს   არის მნიშვნელოვანი   რეფორმა, ვინაიდან საპენსიო რისკები დროთა განმავლობაში  მატულობს და სახელმწიფოს სულ უფრო და უფრო მეტი მოქალაქის საპენსიო უზრუნველყოფაზე მოუწევს ზრუნვა. მთავრობამ გადაწყვიტა შექმნას მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეს საშუალება მიეცემა უკეთ დაგეგმოს სიბერე და აღარ იყოს   დამოკიდებული მხოლოდ სახელმწიფო შემწეობაზე,“  – განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, არანაკლებ  მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება პენსიის ოდენობა განესაზღვროთ სტაჟისა და წლების განმავლობაში გამომუშავებული ხელფასის მეშვეობით.

”მნიშვნელოვანია რეფორმის სწორი დიზაინი და იმ შეცდომების გაანალიზება და გათვალისწინება, რაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა დაუშვეს რეფორმის განხორციელების პროცესში”, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, საპენსიო რეფორმა წარმოადგენს ეკონომიკის ზრდის მასტიმულირებელ კომპონენტს. კერძო დანაზოგების ზრდა ადგილობრივ ვალუტაში გაზრდის გრძელვადიანი ფულადირესურსის  ხელმისაწვდომობას რაც დიდ პრობლემას წარმოადგენს ეკონომიკისთვის და ხელს შეუწყობს დანაზოგების ეკონომიკაში ინვესტირებას კაპიტალური  ბაზრისმ ეშვეობით.

საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების პროგრამის (USAID) პროექტის  “მმართველობა განვითარებისთვის“ ხელმძღვანელმა მაილო   სტევანოვიჩმა   და   ეკონომიკისა   და   მდგრადი   განვითარების   სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსმა ოთარ ძიძიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები