LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპენსიო რეფორმის განხილვა აპრილის ბოლოს დაიწყება – კონცეფცია შემუშავებულია

44

საპენსიო რეფორმის საჯარო განხილვა აპრილის ბოლოდან დაიწყება– ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, რეფორმის კონცეფცია უკვე შემუშავებულია.

“აპრილის ბოლოს დაიწყება საჯარო განხილვები. საპენსიო რეფორმებზე შემუშავებული გვაქვს სპეციალური კონცეფცია და საჯარო განხილვებზე, სწორედ ამ კონცეფციაზე ვისაუბრებთ”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომაზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოყოფილ თანხაზეც ისაუბრა. მისი თქმით ეს თანხა ხელს შეუყწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.

მისი თქმით, ბოლო სამი წლის წლის განმავლობაში, ქვეყანას ექნება ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერი პროგრამა.

“ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობის მიერ შემუშავებული 4 პუნქტიანი პროგრამის სივრცითი განვითარების ნაწილით – რომელიც რეგიონების თანაბარ განვითარებას გულისხმობს, სწორედ 2500 პროექტი განხორციელდება”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

ფინანსთა მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომაზე, ბიუჯეტის შესრულების 3 თვის შესრულების ანგარიშიც წარმოადგინა და განაცხადა, რომ წინა წელთან შედარებით ბიუჯეტში 300 მილიონ ლარზე მეტი თანხაა შესული.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს  $285.3 მილიონი აშშ დოლარის პროგრამა დაუმტკიცა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ ფარგლებში.

პროგრამის დამტკიცებისთანავე საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ხდება 30 მილიონი ესდეერი (დაახლოებით $40.7 მილიონი აშშ დოლარი). პროგრამა ხელს შეუწყობს ქვეყნის ამბიციურ სტრუქტურულ რეფორმებს სწრაფი და მეტად ინკლუზიური ზრდის მიღწევაში: განათლების, საგზაო ინფრასტრუქტურის, საჯარო მმართველობის გაუმჯობესებით. ფისკალური კონსოლიდაცია საშუალოვადიან პერიოდში ემსახურება სახელმწიფო ვალის შენარჩუნებას არსებულ დონეზე და ხარჯების მიმართვას ინფრასტრუქტურულ გამოწვევებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები