LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპოლიციო კონტროლი დასრულდა – დაკავებულია 127 პირი

36

საპოლიციო კონტროლის შედეგად 127 პირია დაკავებული. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

„დღეს დილის 6 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპოლიციო კონტროლი დაასრულა, რომლის მიზანი იყო დანაშაულის პრევენცია და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებისა და საპოლიციო კონტროლის შედეგად სულ დაკავებულია 127 პირი,მათ შორის: სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის – 45 პირი , მათ შორის არიან ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებისთვის და ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებული პირები. გატარებული ღონისძიებების შედეგად დაკავებულია სხვადასხვა დანაშაულისათვის ძებნილი 5 პირი.

ცივი იარაღის ტარების ფაქტზე გამოვლენილია 96 პირი. ამოღებულია 1 კილოგრამზე მეტი ჰეროინი და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. ასევე 73 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, ამოღებულია 54 ხელყუმბარა,122 კაფსულ-დეტონატორიდა​, 3740 ცალი ვაზნა“,- განაცხადეს შსს-ში.

უწყების ცნობით, საპოლიციო კონტროლის შედეგად სულ გადამოწმდა 52 000-მდე პირი. ასევე დაკავებულია რამდენიმე ნარკორეალიზატორი, მათ შორის, ერთ-ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები