LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წელს, სავარაუდოდ, პირდაპირი წესით აღარ გაიმართება

52

საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წელს, სავარაუდოდ, პირდაპირი წესით აღარ გაიმართება, ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

”საქმე სწორედ აქეთკენ მიდის, არასწორი ნაბიჯები იდგმება ჩვენი ოპონენტების მხრიდან პრეზიდენტის თაოსნობით. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. პრეზიდენტი, რომელიც უნდა იყოს ზეპარტიული ფიგურა, პარტიებს ხვდება ადმინისტრაციის მეშვეობით, რომლის სტატუსი საერთოდ გაუგებარია, ასევე ხვდება ე.წ. ექსპერტებს და თანხმდება, თუ როგორ უნდა მიიტანოს შეტევა საქართველოს პარლამენტზე. თუ ეს პროცესები გაგრძლდება, ყოველგვარი აზრი დაეკარგება კომპრომისს და გადავალთ იმ სისტემაზე, რომელიც ყოველგვარი სისტემური თვალსაზრისით არის სწორი. მით უმეტეს, კონტრარგუმენტი ვერ მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით ”, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმდომარეს იმედი აქვს, რომ კომპრომისს „აზრი არ დაეკარგება და არ გაგრძელდება ოპონენტების არასწორი ქმედებები“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები