LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გუნდში რამდენიმე კანდიდატს განვიხილავთ – კახა კალაძე

43

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გუნდში რამდენიმე კანდიდატი განიხილება.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საპრეზიდენტო კანდიდატი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ დასახელდება.

“გუნდში მიმდინარეობს მსჯელობა და არის აზრთა სხვადასხვაობა. უახლოეს მომავალში იქნება პოლიტსაბჭოს შეკრება და მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. რამდენიმე კანდიდატზე მიდის მსჯელობა. საკმაოდ ღირსეული ადამიანები არიან, რომლებსაც საზოგადოების მხარდაჭერით აქვთ პირველ ტურში გამარჯვების შესაძლებლობა. კანდიდატები ვისზეა საუბარი არ მინდა დავასახელო, მაგრამ ღირსეული კანდიდატი იქნება,” – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები