LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილს მეორე ადგილზე გასვლის შესაძლებლობა არ აქვს – კობახიძე

24

დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ადგილზე გასვლის შესაძლებლობა გიორგი მარგველაშვილს არ აქვს – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის შესაძლებლობა ყველას აქვს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მოქმედ პრეზიდენტს. თუმცა, რაც შეეხება წარმატების შანსებს, კობახიძე ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილს ამის შესაძლობა არ აქვს.

“ეს არის დღევანდელი რეალობა. სავარაუდოდ, კონკურენცია წარიმართება იგივე რესურსებით, როგორიც ჰქონდათ პოლიტიკურ პარტიებს ბოლო მუნიციპალურ არჩევნებში და ხმებიც, მე ვვარაუდობ, რომ დაახლოებით ისევე გადანაწილდება, როგორც ეს ხმები გადანაწილდა მუნიციპალურ არჩევნებში,“ – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება იმას, როდის დაასახელებს მმართველი გუნდი საპრეზიდენტო კანდიდატს, კობახიძე აცხადებს, რომ ივლის-აგვისტომდე ეს სწორი არ იქნება.

„დღეს არ იქნება სწორი რომელიმე კანდიდატის დასახელება. მიმდინარეობს წინასწარი კონსულტაციები. ეს კონსულტაციები, ალბათ, ახლო მომავალში მივა ბოლომდე. ჩვენ მალევე გვეყოლება სავარაუდოდ, პრეზიდენტობის კანდიდატი, თუმცა ვფიქრობთ, რომ არ იქნება სწორი ივლისს-აგვისტომდე პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელება,“ – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები