LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპრეზიდენტო კანდიდატს არჩევნებამდე დაახლოებით 2 თვით ადრე დავასახელებთ – კახა კალაძე

42

“ქართული ოცნება” საპრეზიდენტო კანდიდატს არჩევნებამდე დაახლოებით, ორი თვით ადრე დაასახელებს. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, გუნდში კანდიდატზე მსჯელობა მიმდინარეობს.

“საპრეზიდენტო არჩევნები არის ოქტომბერში, ამიტომ ჯერ ძალიან ადრეა კანდიდატის დასახელება. გუნდში მიმდინარეობს მსჯელობა, კანდიდატის შერჩევა და თვენახევრით, ორი თვით ადრე იქნება დასახელებული კანდიდატი ჩვენ მიერ,” – განაცხადა კალაძემ.

აღნიშნულს ადასტურებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერიც. არჩილ თალკვაძე ამბობს, რომ მათ მიერ დასახელებულ კანდიდატს გამარჯვების მაღალი შანსები ექნება.

“ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები პარტიაში დაწყებულია. რაც შეეხება კანდიდატის დასახელებას, ამას ჩვენ ივლისის მეორე ნახევარში, აგვისტოს დასაწყისში გავაკეთებთ, საზოგადოებას წარვუდგენთ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატს, რომელიც ღირსეული კანდიდატურა იქნება და ექნება გამარჯვების მაღალი შანსები,“ – განაცხადა თალაკვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები