LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპროტესტო აქცია ფოთში – 4 ოპოზიციური პარტია არჩევნების წინასწარ შედეგებს აპროტესტებს

33

ფოთში, 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან, ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი არჩევნების წინასწარ შედეგებს აპროტესტებენ და ფოთის 31-ე საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვენ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები 31-ე უბნის თავმჯდომარეს საარჩევნო ყუთში 100-მდე ბიულეტენის ჩაყრაში ადანაშაულებენ, რასაც ადრესატი აბსურდულს უწოდებს.

ოპოზიციის მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატები 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიას დაუყოვნებლივ რეაგირებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციების მოწყობით იმუქრებიან.

საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი, სალომე როდონაია, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები