LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპროტესტო აქცია სოფელ ბეჩოში – ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა გადაკეტილია

74

დილიდან ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა სოფელ ბეჩოში გადაკეტილია. ბეჩოს მოსახლეობა შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციას ითხოვს.

მათი თქმით, 6 წელია, მხოლოდ დაპირებები ესმით. ადგილობრივი მცხოვრებლები ამ აქციის პოლიტიკურ სარჩულის არსებობას უარყოფენ და ამბობენ, რომ სოფელში გადაადგილება ჭირს.

აქციის გამო გაჩერებულია ავტობუსები, მიკროავტობუსები, მსუბუქი ავტომანქანები. ჯერჯერობით აქციის მონაწილეებს ხელისუფლების წარმომადგენლები არ შეხვედრიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები