LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქალაქო სასამართლომ „ციანიდის საქმის“ განხილვა დაიწყო

36

საქალაქო სასამართლომ სკანდალური „ციანიდის საქმის“ განხილვა დაწყო. პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული დეკანოზის,  გიორგი მამალაძის ადვოკატი, დაკავებულისთვის სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტის და პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობებს დააყენებს. დაცვის მხარე, მკვლელობის მომზადების ნაწილში მუხლის გადაკვალიფიცირებასაც მოითხოვს, დღევანდელ პროცესზე ბრალდებული დეკანოზი და მისი ადვოკატები მიმართავენ მოსამართლეს, სხდომა არ დაიხუროს და საქმის განხილვა საჯაროდ მოხდეს.

საქმის საჯარო განხილვის წინააღმდეგია პროკურორი ჯარჯი წიკლაური და   სხდომის დახურვას ითხოვს. პროკურატურის მტკიცებით, დეკანოზის ბრალეულობის დასამტკიცებლად, საკმარისი მტკიცებულებები გააჩნიათ.

პროცესს ესწრება საპატრიარქოს იურისტი, ედიშერ ქარჩავაც. მისი განმარტებით, სხდომას დაესწრება, როგორც დაინტერესებული პირი და არა იურიდიულ პროცესში ჩართული მხარე.

პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის მიერ ქვეყნის დატოვებაში  პრობლემას ვერ ხედავს პროკურატურა. პროკურორის განმარტებით, ოხანაშვილი საქმეში მოწმის სტატუსით იყო დაკითხული და ქვეყნის დატოვება კანონდარღვევას არ წარმოადგენს

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები