LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქალაქო სასამართლომ ჰიპერმარკეტ “გორგიას” დირექტორის გატაცების მცდელობისთვის დაკავებულ ოთხ პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

119

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჰიპერმარკეტ “გორგიას” დირექტორის, გია გორგოშაძის გატაცების მცდელობისთვის დაკავებულ ოთხ პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მიიღო.

დაცვის მხარე ვასილი ვასილიადისთვის, გურამ დგებუაძისთვის, თამაზ მენთეშაშვილისა და დავით ფოცხიშვილისთვის 5-5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ გაიზიარა.

ჰიპერმარკეტ ”გორგიას” დირექტორის, გია გორგოშაძის გატაცების მცდელობისთვის დაკავებულ ოთხივე პირს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ვასილი ვასილიადი, გურამ დგებუაძე, თამაზ მენთეშაშვილი და დავით ფოცხიშვილი ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ. მათ ბრალად მძევლად ხელში ჩაგდების მომზადება ედებათ.

შსს-მ გორგოშაძის გატაცების მცდელობაში ბრალდებული პირები ორი დღის წინ ჩატარებული სპეცოპერაციისას აიყვანა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 29 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები