LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქალაქო სასამართლომ ლაშა კაცია 300 ლარით დააჯარიმა

103

ლაშა კაცია საქალაქო სასამართლომ 300 ლარით დააჯარიმა. ბრალდება ლაშა კაციას სასამართლოში სამართალდამცველებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას და დაუმორჩილებლობას ედავებოდა.

მოპასუხე მხარე მოსამართლის გადაწყვეტილებას უსაფუძვლოს უწოდებს. ადვოკატის, დავით ლომთაძის განცხადებით, მოსამართლემ გადაწყვეტილება მხოლოდ პოლიციის პოზიციის საფუძველზე მიიღო. მოპასუხე მხარე გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ინციდენტი რამდენიმე თვის წინ მოხდა, ლაშა კაციამ სამართალდამცველები ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები