LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქალაქო სასამართლოს ვურჩევდი, სახალხო დამცველის შესახებ კანონი წაიკითხოს – ომბუდსმენი

57

“სასამართლოს ვურჩევდი, წაიკითხოს კანონი სახალხო დამცველის შესახებ,” – ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საქალაქო სასამართლოს განცხადებას, სადაც სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე ომბუდსმენის განცხადებებს პოპულისტური უწოდა.

უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის უფლებაა, სასამართლო პროცესებზე გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბროს.

” სამართლიანი სასამართლოს უფლება ასევე არის ერთ-ერთი უფლება, რომ სასამართლო პროცესებზე გამოვლენილ დარღვევებზე საუბარი სახალხო დამცველს არ ეკრძალება და ეს არ არის სახალხო დამცველის კომპეტენციიდან გამოსვლა, რაზეც მიუთითებს სასამართლო. მათ ვთხოვ, კარგად გაეცნონ “საქართველოს ორგანულ კანონს სახალხო დამცველის შესახებ”.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ  ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგებთან დაკავშირებით, გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ომბუდსმენის დასკვნა არაა პირველი შემთხვევა, როდესაც უჩა ნანუაშვილი სასამართლოს კომპეტენციაში იჭრება და სუბიექტური მოსაზრებებით და პოპულისტური განცხადებებით საზოგადოების დეზინფორმირებას ცდილობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები