LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქალაქო სასამართლოსთან, მოზარდების საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, 3 პირი დააკავეს

53

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ცოტა ხნის წინ, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე, განაჩენი გამოცხადდა, რამდენიმე პირი დააკავეს.

განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა. როგორც ფორტუნას შსს-ში განუცხადეს, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია სამი პირი.  მათ შორის, არსებული ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ დააკავეს, ერთ-ერთი პირი, რომელიც მოკლული არასრულწლოვანის მამასთან, ზაზა სარალიძესთან ერთად იმყოფებოდა და სასამართლოს მიერ გამოცხადებულ განაჩენს აპროტესტებდა.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი არასრულწლოვნების ახლობლები გზის გადაკეტვას აპირებდნენ, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი გზას არ გადაკეტავენ. ხოლო ზაზა სარალიძე და მასთან ერთად მყოფი პირები გაემგზავრნენ პროკურატურასთან, სადაც აქციას გამართავენ.

საქალაქო სასამართლოსთან მობილიზებულია პოლიცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები