LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართელოს პრეზიდენტი: “კანონპროექტის მიმართ ჩემი დამოკიდებულება ნათლად გამოვხატე”

41

კანონპროექტის მიმართ ჩემი დამოკიდებულება ნათლად გამოვხატე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემაში “არჩევანი” განაცხადა. ამ ეტაპზე პრეზიდენტი ვერ არ აკონკრეტებს, დაადებს თუ არა ვეტოს საკონსტიტუციო პროექტს.
„ კანონპროექტი უნდა იყოს ხალხის შეკვეთით – ეს ასე არ არის, კანონპროექტი უნდა იყოს პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ჯგუფების შეთანხმების საგანი – ეს არის ნულოვანი ხარისხით, კანონპროექტი უნდა იყოს შეთანხმებული ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან , კანონპროექტი უნდა იყოს მომავალი თანხმობის და სტაბილურობის განმაპირობებელი – ეს ასე არ არის. ვეტოს თაობაზე ახლა არ დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას, მით უმეტეს, რომ პროცესი გრძელდება და მით უმეტეს, რომ საუბარია კონსტიტუციაზე“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები