LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მედლების მოპოვება შეუძლია

47

ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ მედლების მოპოვების შანსიც კი უნდა განვიხილოთ – ამის შესახებ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა და NBA-ს ჩემპიონმა ზაზა ფაჩულიამ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ილიას ზურისი მაღალი დონის პროფესიონალია და ეს თამაშებშიც გამოჩნდება, ჩვენ დღეს უკვე სხვა სიმაღლის გუნდი ვართ და ამბიციაც დიდია” – განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.

“ვფიქრობ, გამოცდილება საკმაოდ მივიღეთ წინა სამი ჩემპიონატისგან, თუნდაც ლიტვაში მოპოვებული გამარჯვება. ეს ადასტურებს, რომ ნებისმიერი დონის გუნდთან შეგვიძლია თამაში და დამარცხება. მთავარია, საკუთარ თავში დარწმუნებულები ვიყოთ და ისე გავიდეთ სათამაშოდ. სხვათა შორის, ოჯახში ვლაპარაკობდით, რომ ერთ წელს ნბა-ს და ევროპის ჩემპიონობა იქნება სასწაული. რა თქმა უნდა, ეს ადვილი არაა, პირიქით, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება საუკეთესო შედეგს მივაღწიოთ ევრობასკეტზე“, – აღნიშნა ზაზამ.

ზაზა ფაჩულია, რომელსაც ილიას ზუროსმა სამკვირიანი დასვენების უფლება მისცა, ამერიკაში ინდივიდუალურად ვარჯიშობდა. დღეიდან კი, კაპიტანი ნაკრებს შეუერთდება და მზადების ბოლო ეტაპი უკვე სრული დატვირთვით წარიმართება.

ზაზამ ვიქტორ სანიკიძის დანაკლისზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ მისი შეცვლა ადვილი არ იქნება, თუმცა მწვრთნელის და იმ კალათბურთელების იმედი აქვს, რომლებიც ამ ტურნირზე გაირჯებიან.

ზაზამ ასევე ისაუბრა აკადემიაზე და თქვა, რომ მისი მიზანია აკადემიიდან მოთამაშეები NBA-ში გაუშვას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები