LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო 285 მილიონი დოლარის დაფინანსებას მიიღებს

41

საქართველო 285 მილიონი დოლარის დაფინანსებას მიიღებს–საქართველოში 3 წლიანი პროგრამის დაწყებაზე და მის დაფინანსებაზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის დონეზე, შეთანხმება მიღწეულია.

პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს მიაღწიოს ინკლუზიური ზრდის მაღალ ტემპს, უზრუნველყოს ქვეყნის ფისკალური მდგრადობა, შეამციროს ეკონომიკის მოწყვლადობა საგარეო შოკების მიმართ, გააძლიეროს ფისკალური და მონეტარული ინსტიტუციები და გააუმჯობესოს ფინანსური და სოციალური დაცვის მექანიზმები.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “გაფართოებული დაფინანსების მექანიზმი” მხარს უჭერს ხელისუფლების ეკონომიკურ რეფორმებს.

საქართველოს ხელისუფლების და სსფ-ს მისიის წინასწარი შეთანხმებას სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ მიმდინარე წლის აპრილში განიხილავს.

საქართველოს ხელისუფლების მოწვევით 15 თებერვლიდან 1 მარტამდე საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია სტუმრობდა, ქალბატონი მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით. ვიზიტის მიზანი იყო სამწლიანი ეკონომიკური პროგრამის განხილვა, რომელსაც მხარს დაუჭერს საერთაშორისო სავალუტო ფონდი „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (EFF) ფარგლებში.

“სსფ-ს მისიამ და საქართველოს ხელისუფლებამ მივაღწიეთ შეთანხმებას 3 წლიანი პროგრამის დაწყების თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის 201.4 მილიონი ესდეერ-ის (SDR: Special Drawing Right); დაახლოებით 285 მილიონი აშშ დოლარის ანუ სსფ-ში საქართველოს ქვოტის 100 პროცენტის ტოლი თანხის გამოყოფას “გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის” (EFF) ფარგლებში. სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო საქართველოს საკითხს ა.წ. აპრილის შუა რიცხვებში განიხილავს”, – განაცხადა მერსედეს ვერა მარტინიმ.

მისივე თქმით, 2014 წლის საგარეო შოკების გავლენის მიუხედავად საქართველოს ეკონომიკია მდგრადია.

“ეკონომიკური ზრდის შემდგომი მამოძრავებელი იქნება ხელისუფლების დაგეგმილი რეფორმების სწრაფი განხორციელება, რაც შექმნის კერძო ინვესტირებისათვის შესაფერის გარემოს, ხელს შეუწყობს პროდუქტიულობის და ექსპორტის კონკურენტუნარიანობის ზრდას”, – აღნიშნა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები