LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო აკროპოლისზე აძვრა: ჩვენები საოცრებებს დაეჩვივნენ

54

საქართველოს ნაკრებმა სერბეთსაც მოუგო და აკროპოლისის თასზე გამარჯვება ნაადრევად გაინაღდა.

მეორე ტურში საქართველოს მეტოქე საბერძნეთზე მაღალი რეიტინგის მქონე სერბეთი გახლდათ, რომელსაც ილიას ზუროსის გუნდმა ტოლსწორად ეთამაშა და მიუხედავად იმისა, რომ პირველ პერიოდში 10 ქულას აგებდა, გამართული, მიზანმიმართული და დალაგებული თამაშის წყალობით გამარჯვება მოიპოვა – 68:66.

საქართველომ ევროპული კალათბურთის ტოპ-ნაკრებებს, გუნდებს, რომლებსაც ევროპის ჩემპიონატის მოგების, მინიმუმ საპრიზო ადგილების დაკავების ამბიცია აქვთ, ჩვენმა გუნდმა მართალია, ამხანაგური მატჩები, მაგრამ მაინც მოუგო. ლიტვასა და საბერძნეთს საქართველომ სერბეთიც მიაყოლა და ევროპული საკალათბურთო საზოგადოების თვალში აქამდე არნახულ სიმაღლემდე აღზევდა.

შეხვედრა ქართველებმა საბერძნეთთან მატჩის მსგავსად დაიწყეს. ანუ თავიდან მეტოქემ საკუთარი თამაში მოგვახვია და დაწინაურდა. სერბებმა უპირატესობა როგორც პერიმეტრზე, ისე ფარქვეშ მოიპოვეს.
მეორე პერიოდში ილიას ზუროსის გუნდმა მეტოქეს აჯობა. გიორგი ცინცაძე ბურთს საიმედოდ ათამაშებდა და კარგ პოზიციაზე გაჰყავდა გიორგი შემადინი, თორნიკე შენგელია… საქართველოს ნაკრებმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი, ტაიმის მიწურულს მანუჩარ მარკოიშვილის სამქულიანით წინაც გავიდა – 32:31.

პირველი ტაიმი ფრედ – 36:36 დასრულდა.

მესამე პერიოდში კი სერბებმა მცირე უპირატესობაა მოიპოვეს და 4-5 ქულიან ლიდერობას ინარჩუნებდნენ. სლავებმა მე-3 პერიოდი 19:14 მოიგეს და მესამე მეოთხედის შემდეგ 55:50 იგებდნენ. თამაში თანაბარი იყო და ყველაფერი ბოლო პერიოდს უნდა გადაეწყვიტა.
დასკვნით მეოთხედში თანაბარი ბრძოლა გაგრძელდა, თუმცა სერბები მცრე უპირატესობას ინარჩუნებდნენ და მესამე პერიოდისგან განსხვავებით ძირითადად 2-3 ქულით ლიდერობდნენ.

მატჩის დასრულებამდე 1.32 წუთით ადრე თორნიკე შენგელიამ საჯარიმოს ხაზიდან ზუსტი სროლებით ანგარიში გაათანაბრა – 63:63. დაცვაში ჩვენებმა ბურთი მოიპოვეს და დუდა სანაძემ საჯარიმოს ხაზიდან საართველო მეორე მეოთხედის შემდეგ პირველად დააწინაურა – 65:63 დასრულებამდე 1 წუთით ადრე.

საფინალო სირენამდე 53 წამით აადრე ბოგდანოვიჩმა საჯარიმოდან გაათანაბრა. დუდა სანაძემ 36 წამით ადრე ოქროს სამქულიანი ჩააგდო – 68:65. სერბები 1 საჯარიმოს აგდებენ და ჩამორჩენას 2 ქულამდე ამცირებენ, ქართველები კი შეტევაში ბურთს კარგავენ და მეტოქეს თამაშის გადასარჩენად 23 წამი რჩება. საქართველოს ნაკრებმა თავი კარგად დაიცვა, სერბებმა კი კუთხიდან მოახერხეს პოტენციურად გამარჯვების სამქულიანის სროლა, მაგრამ ლუჩიჩის ნატყორცნი არაზუსტი აღმოჩნდა და საქართველომ გაიმარჯვა!

ჩვენს ნაკრებში 21 ქულითა და 14 მოხსნით საუკეთესო იყო თორნიკე შენგელია. 10 ქულა დააგროვა დუდა სანაძემ, ხოლო გიორგი ცინცაძემ 9, შერმადინმა კი 8 ქულა მიითვალეს.

საქართველოს ნაკრები დღეს, 25 აგვისტოს, თბილისის დროით 19:45 საათზე იტალიას შეხვდება.
პირდაპირ ტრანსლაცია მეორე არხზეა.

მეორე ტურის მეორე შეხვედრაში საბერძნეთის ნაკრებმა იტალია ოვერტაიმში, ანგარიშით 73:70 დაამარცხა.

ბოლო ტურში, საქართველო იტალიას შეხვდება, რომელსაც ორივე თამაში წაგებული აქვს, ხოლო დღის მეორე შეხვედრაში საბერძნეთი სერბეთს ეთამაშება.

ამ ორივე გუნდთან ქართველებს მოგებული აქვთ და აქედან გამომდინარე, ჩვენი გუნდი კონკურენტებისთვის მიუწვდომელია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები