LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ანტისირიულ შეთქმულებაშია ჩართული – სირიის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი

86

„საქართველო ანტისირიულ შეთქმულებაშია ჩართული,“ – ამის შესახებ სირიის პარლამენტის არაბულ და უცხო ქვეყნებთან ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ბუტრუს მარჟანმა განაცხადა.

„სირიას არასდროს გაუწყვეტია დიპლომატიური ურთიერთობები რომელიმე ქვეყანასთან, თუმცა საქართველომ აღნიშნული ნაბიჯი ანტისირიულ შეთქმულებაში ჩართულობის გამო გადადგა,“ – განაცხადა მარჟანმა.

მისივე თქმით, ნებისმიერი რეგიონული თუ მსოფლიო საკითხის მოგვარებაში სირია დიალოგს უჭერს მხარს.

„ახალი მსოფლიოს მშენებლობა ურთიერთპატივისცემაზე და სხვა ხალხების უფლებების დაცვაზე უნდა ეფუძნებოდეს. ურთიერთობები ურთიერთსასარგებლო უნდა იყოს,“ – აღნიშნა სირიის პარლამენტის არაბულ და უცხო ქვეყნებთან ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები