LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო “ანტრეპრენერულ რუკაზეა”

535

ცნობილი ამერიკული ჟურნალი, “ანტრეპრენერი”, საქართველოშია. ამერიკულ მხარესთან ერთწლიანი მოლაპარაკებები დასრულდა და  ქართული “ანტრეპრენერის” პირველი ნომრის პრეზენტაციას გუშინ “ტერმინალმა” უმასპინძლა.

როგორც ჟურნალის მთავარი რედაქტორი გიორგი შარაშიძე “ფორტუნასთან” ამბობს, “ანტრეპრენერი” დამწყებ და შემდგარ ბიზნესმენებს დაეხმარება საკუთარი ბიზნესი უფრო ეფექტიანი და ინოვაციური გახადონ.

“საქართველოში ბიზნეს განათლების , ბიზნესის კეთების კომპეტენციის ნაკლებობის, თანამედროვე ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა არსებობს და სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას შეეცდება ქართული “ანტრეპრენერი”, რომელიც მრავალწლიანი გამოცდილებით ამავე საქმეს, ამავე მიზანს ემსახურება აშშ-ში და მსოფლიოს ბევრ, დიდ ქვეყანაში,”- ამბობს გიორგი შარაშიძე.

გიორგი შარაშიძისთვის “ანტრეპრენერი” რიგითი პროექტი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ სხვა მედიაპროექტებიც განუხორციელებია. ჟურნალის რედაქტორი ფიქრობს, რომ “ანტრეპრენერი” ინფორმაციის და განათლების გავრცელებას შეუწყობს ხელს.

“ჩვენ არ უნდა გვქონდეს კომპლექსი პატარა საქმეების კეთების, ვიცი ძალიან ბევრი ადმაიანი, რომელიც წლები ელოდება რაღაც განსაკუთრებულ, გრანდიოზულ დაფინანსებას.  ვისაც აქვს პრობლემა, ეძებს სამსახურს, ვიღაცას ელოდება, ყველას ვეუბნებით, რომ საკუთარ თავში მონახოს ის უნიკალური შესაძლებლობები, რომელიც აუცილებლად ყველას აქვს და დაიწყოს თუნდაც ძალიან მცირე ნაბიჯით. გამბედაობის და შეუპოვრობის შედეგად, გამორიცხულია არ დადგეს შედეგი, რომელიც ყველას უნდა.

ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ადამიანია აღმოსაჩენი და მათთვის დახმარების ხელი არის გასაწოდებელი. ჩვენ მკითხველებთან ორმხრივ კავშირზე ვიქნებით და ვფიქრობთ, რომ უკურეაქციის, ინერაქტივის შედეგად ჩვენ ამ ადამიანებს ვიპოვით,”- ამბობს გიორგი შარაშიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები