LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო აზიური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ფოკუსშია

37

აფრანგეთში ვეზულის აზიური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს. წელს ფესტივალის ფოკუსში საქართველოა.

საერთაშორისო საკონკურსო პროგრამის ჟიურის ერთ-ერთი წევრი ქართველი რეჟისორი რუსუდან ჭყონიაა. ფესტივალზე ჭყონიას ფილმი “გაიღიმეთ” ტელეხიდის მეშვეობით ერთდროულად 2 ქალაქში, ვეზულში და ბელფორდში აჩვენეს.

კინოფესტივალმა ქართულ კინოს არაერთი ღონისძიება მიუძღვნა. გაიმართა საქართველოს წვეულება და შემდეგი ქართული ფილმების რეტროსპექტივა:

  • “მაგდანას ლურჯა” (რეჟისორები: თენგიზ აბულაძე, რეზო ჩხეიძე)
  • “მონანიება” (რეჟისორი: თენგიზ აბულაძე)
  • “აპრილი” (რეჟისორი: ოთარ იოსელიანი)
  • “გიორგობისთვე” (რეჟისორი: ოთარ იოსელიანი)
  • “პასტორალი” (რეჟისორი: ოთარ იოსელიანი)
  • “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” (რეჟისორი: ლანა ღოღობერიძე)
  • “დღეს ღამე უთენებია” (რეჟისორი: ლანა ღოღობერიძე)
  • “სამანიშვილის დედინაცვალი” (რეჟისორი: ელდარ შენგელაია)
  • “მანდარინები” (რეჟისორი ზაზა ურუშაძე)
  • “გაიღიმეთ” (რეჟისორი: რუსუდან ჭყონია)
  • “ძმა” (რეჟისორები: თეონა და ტიერ გრენადეები)

ვეზულის აზიური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი საფრანგეთში ყოველწლიურად 1995 წლიდან ტარდება და იგი აზიური ფილმების კინოფესტივალების საუკეთესო ათეულში შედის.

gnfc.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები