LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო-ბელარუსის ურთიერთობებში პრიორიტეტად ეკონომიკური მიმართულება განისაზღვრა

61

საქართველო და ბელარუსი ადასტურებენ, რომ დაინტერესებულნი არიან ორმხრივი ურთიერთობების გაღმავებით და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებით.

აღნიშნული საკითხები განიხილა დღეს, ბელარუსში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა გიორგი მარგველაშვილმა ბელარუსის პრემიერმინისტრ ანდრეი კობიაკოვთან როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში შეხვედრებზე.

შეხვედრისას ეკონომიკური თანამშრომლობის კომპლექსური გეგმა და ის დადებითი ტენდენციები განიხილეს, რომელიც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და ბიზნესისმიმართულებებით გამოიკვეთა. აღინიშნა, რომ ბელარუსი საქართველოსათვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორს წარმოადგენს.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია თავისუფალ, სამართლიან და მდგრად განვითარებაზე.საქართველოს მიზანია, ინტეგრაცია მოახდინოს მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოზე, როგორც ევროპასა და აზიას შორის სატრანზიტო და ლოგისტიკურ რეგიონულ ცენტრზე.

საქართველო მზადაა საერთაშორისო ენერგეტიკული, სატრანსპორტო დაინფრასტრუქტურული პროექტების განხროციელების მიზნით, ბელარუსის რესპუბლიკასსაკუთარი სატრანზიტო-ლოგისტიკური შესაძლებლობები შესთავაზოს.

თავის მხრივ, ბელარუსი დაინტერესებულია საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობით და იმ შესაძლებლობებით, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ევროკავშირთანღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულებითა(DCFTA) და სხვა რეგიონებთან აქტიური თანამშრომლობით ქმნისპარტნიორებისათვის.

საუბარი შეეხო საქართველოს მიერ ჩინეთთან გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებასაც, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის ზაფხულში შევა.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა ღიაა ბელარუსულკომპანიებთან თანამშრომლობისათვის და თავისუფალი კონკურენციის პრინციპზედაყრდნობით მზადაა ხელი შეუწყოს მათ საქმიანობას საქართველოში.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს ტურიზმის მიმართულებით ბოლო ორი წლისმანძილზე გაუმჯობესებული მაჩვენებლები.

ანდრეი კობიაკოვის განცხადებით, ორმხრივი შეთანხმებები კიდევ უფრო შეუწყობსხელს ინვესტიციების ზრდასა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებას.

ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერმინისტრმა საქართველოს სახელმწიფო მეთაურსდელეგაციასთან ერთად სამუშაო სადილზეც უმასპინძლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები