LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ბიზნესპროცესების აუთსორსინგისთვის მიმზიდველი ლოკაცია ხდება

99

ბიზნესპროცესების აუთსორსინგის კუთხით საქართველო მიმზიდველი ლოკაცია ხდება უცხოელი ინვესტორებისთვის, რაც საკმაოდ პოზიტიურ შედეგებშიც აისახება. კერძოდ – ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე რამდენიმე საერთაშორისო, ცნობილმა კომპანიამ სერვისების აუთსორსინგის კუთხით საქართველოში მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა.  

მსხვილი ინვესტორებიდან ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც საქართველოში ბიზნესპროცესების აუთსორსინგის (ე.წ. BPO) სექტორში მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა, გერმანული კომპანია „Arvato Bertelsmann“-ია. ამ ეტაპზე კომპანიამ 150 ადამიანი დაასაქმა, რომლებიც ევროპის ქვეყნებს სხვადასხვა სახის მომსახურებებს აწვდიან,  მათ შორის კლიენტებთან ურთიერთობის მართვის, ელექტრონული ვაჭრობისა და ფინანსების მიმართულებით. უახლოეს მომავალში კომპანია დამატებით 150 ახალი თანამშრომლის აყვანას გეგმავს.  

კიდევ ერთი კომპანია, რომელმაც  საქართველოში მნიშნელოვანი ინვესტიცია გააკეთა, კომპანია „Base4“-ია, რომელიც საქართველოდან არქიტექტურული და საინჟინრო სერვისების აუთსორსინგს იწყებს. კომპანია, სადაც 50 ადამიანი დასაქმდება, საქართველოში ქართველი არქიტექტორების დახმარებით შექმნის არქიტექტურულ და საინჟინრო პროექტებს ისეთი მაღალი კლასის სასტუმროების ქსელებისთვის, როგორებიცაა: Hilton Hotels & Resorts, Hyatt Hotels Corporation, Marriott Hotel და ა.შ.  

მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ბაზარზე ბიზნესპროცესების აუთსორსინგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი მიმართულებაა, რადგან დღესდღეობით მრავალი საერთაშორისო კომპანია მიმართავს მსგავს პრაქტიკას და საკუთარი კომპანიის საჭირო მომსახურებების მართვას სხვადასხვა ქვეყნებში, კერძოდ კი ინდოეთში, ჩინეთში, იაპონიაში, ბულგარეთში და ა.შ. ახორციელებს.  აღნიშნული მიმართულება ფინანსური სერვისების, საინფორმაციო სატელეფონო ცენტრების,  მონაცემთა ცენტრების, კლიენტებთან ურთიერთობის მართვის, IT მომსახურების, ადამიანური რესურსების მართვის, R&D და მრავალი სხვა მომსახურების საქართველოდან მართვასა და მიწოდებას გულისხმობს. სწორედ ამიტომ, ბიზნესპროცესების აუთსორსინგის განვითარება და აღნიშნული მიმართულებით დაინტერესებული ინვესტორების მოზიდვა ხელს უწყობს ექსპორტის ზრდას და დამატებით ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები