LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ჩეხეთის განვითარების სააგენტოსაგან დახმარებას მიიღებს

81

„საქართველოში ქიმიური ნარჩენების მდგრადი მართვის შესაძლებლობების გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ტომაშ პერნიცკიმ მოაწერეს.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველო ჩეხეთის განვითარების სააგენტოსაგან მნიშვნელოვან დახმარებას მიიღებს.

პროექტის ფარგლებში, საქართველო ჩეხეთის განვითარების სააგენტოსაგან მნიშვნელოვან დახმარებას მიიღებს, როგორც საქართველოში ქიმიური ნივთიერებების მართვის შესაძლებლობების განვითარების, ასევე, კანონმდებლობის შექმნის კუთხით, რაც ხელს შეუწყობს ქართული კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროკავშირის კანონმდებლობასთან. მნიშვნელოვანია, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა ასევე დაგვეხმარება მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების ნაწილშიც, რაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ქვეყნის ვალდებულებას წარმოადგენს“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტომაშ პერნიცკიმ აღნიშნა, რომ მიესალმება ქიმიური ნარჩენების მიმართულებით კანონმდებლობის შექმნის ინიციატივას.

„მოხარული ვარ, რომ მემორანდუმის ფარგლებში მოგვეცემა შესაძლებლობა საქართველოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება ქიმიური ნარჩენების მდგრადი მართვის მიმართულებით, რაც გარემოს დაცვისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს. ასევე, მივესალმები ქიმიური ნარჩენების მიმართულებით კანონმდებლობის შექმნის ინიციატივას და მასში ჩვენს ჩართულობას, რაც მხარდაჭერაა ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესში“, – განაცხადა ტომაშ პერნიცკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები