LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველო, ჩვენ მოვდივართ!“ – როდიდან და სად შეძლებთ „Maroon 5“-ის ბილეთების შეძენას

43

„საქართველო! ჩვენ მოვდივართ ბათუმში 7 ივნისს!!! ბილეთები 25 აპრილიდან გაიყიდება! ეწვიეთ საიტს tkt.ge“ – ასეთ განცხადებას ნახავთ პოპულარული პოპ-როკ ჯგუფის „Maroon 5“-ის ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჯგუფი საქართველოში ზაფხულში ჩამოვა და კონცერტს „საოცრებათა პარკში“ გამართავს, სადაც სულ მცირე, 25 000 ადამიანი ეტევა. პროექტის მიმდინარეობისას არაერთ უცხოელ ვარსკვლავს ვნახავთ და მოვისმენთ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მათი ნაწილი მოგვიანებით დაანონსდება მედიისთვის.

ზემოხსენებული ჯგუფის კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 30-დან 90 ლარამდე მერყვევობს.

12980460_10207922774560330_322323051_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები