LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია – ლიტვის პრემიერი

37

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ლიტველ კოლეგას, საულიუს სკვერნელისს, პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა. მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე, ეკონომიკური კავშირების გაფართოებასა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს.

ძვირფასო პრემიერმინისტრო, მოხარული ვარ, რომ თბილისში გმასპინძლობთ. ეს ვიზიტი ორივე მხარისთვის სიმბოლურია, რამდენადაც ჩვენრესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავს აღვნიშნავთ. მოხარული ვართ, რომ ძალიან მაღალი დონის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები და ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს. კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება თბილისში. ლიტვა არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთერთი უდიდესი მხარდამჭერი, რისთვისაც ჩვენ ძალიან დიდ მადლობას გიხდით, – განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა.

თავის მხრივ, ქართველ კოლეგას მასპინძლობისთვის ლიტვის პრემიერმა მადლობა გადაუხადა.

ბატონო პრემიერმინისტრო, მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. საქართველო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია, – აღნიშნა საულიუს სკვერნელისმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები