LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო და ჩინეთი ერთობლივ სავაჭრო და საინვესტიციო საბჭოს ჩამოაყალიბებენ

33

საქართველო და ჩინეთი ერთობლივ სავაჭრო და საინვესტიციო საბჭოს ჩამოაყალიბებენ – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შანხაიში პირველად გამართულ ჩინურ-ქართულ  საინვესტიციო ფორუმზე განაცხადა.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, საქართველოსა და ჩინეთს შორის შეთანხმების საფუძველზე,  საბჭოს სამდივნოები შეიქმნება, სადაც კერძო და სახელმწიფო  სექტორის წარმომადგენლები იქნებიან მოწვეული.

”აღნიშნული სტრუქტურის ძირითადი ამოცანა იქნება მეწარმეების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, ასევე ინვესტიციების მოზიდვა, ვაჭრობის განვითარება და ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც შეიძლება ამ მიმართულებით შეიქმნას”, – განმარტა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

სიტყვით გამოსვლის დროს, დიმიტრი ქუმსიშვილმა პოზიტიურად შეაფასა საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობა ორმხრივი ვაჭრობის გაღრმავებისა და ინვესტიციების გახორციელების მიმართულებით. მისი განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა ჩინური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა საქართველოს ეკონომიკაში.

”ჩინური კომპანიები უკვე წარმატებულად საქმიანობენ საქართველოში, ისეთ სექტორებში როგორიცაა მშენებლობა, გზები და ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, საბანკო სფერო და სხვა. საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტრუქტურაში ჩინეთი მეოთხეა ქვეყნის უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანათა შორის, ხოლო ექსპორტის მხრივ – მეორე. ჩინეთს საქართველოს მთლიან ექსპორტში 9-პროცენტიანი წილი უკავია”, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები