LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო და საუდის არაბეთი ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას გააღრმავებენ

79

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ჯანჯღავა პრინც სულთან ბინ სალმანს შეხვდა, რომელიც ამავდროულად საუდის არაბეთის ტურიზმისა და ეროვნული მემკვიდრეობის კომისიის პრეზიდენტია.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებისათვის არსებულ დიდ პოტენციალს. ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში საუდის არაბეთიდან  საქართველოში ვიზიტორთა რიცხვის  ზრდის ტენდენციას. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის თაობაზე.

საგულისხმოა, რომ მეფის განკარგულების თანახმად, საუდის არაბეთის მინისტრთა კაბინეტმა უფლებამოსილება მიანიჭა ტურიზმისა და ეროვნული მემკვიდრეობის კომისიის პრეზიდენტს საქართველოს მხარესთან განიხილოს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი, მისი შემდგომი ხელმოწერის მიზნით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები