LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო და სომხეთი ერთიან ბაზარს შექმნიან – სომხური პრესა

179

სომხეთმა საქართველოს ირანის ბაზარზე გასასვლელად თავისი პლატფორმა შესთავაზა – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ–მინისტრმა პარლამენტში განაცხადა.

 

სომხეთის პრემიერ–მინისტრის კარენ კარაპეტიანის განცხადებით, საქართველომ და სომხეთმა მოილაპარაკეს, რომ ერთიან სავაჭრო ბაზარს შექმნიდნენ.

“ჩვენ შევიმუშავეთ მიდგომა, რომლის მიხედვითად, მსოფლიოში ერთიანი ბაზარით გავალთ. ჩვენ ქართულ ბიზნესს შევთავაზეთ, ირანის და ევრაზიის კავშირის ბაზარზე სომხური პლატფორმის მეშვეობით გავიდეს”, – განაცხადა კარაპეტიანმა.

 

მისივე თქმით, ერევანი არ მალავს ინტერესს, საქართველოს გამოცდილების მიმართ, ტურიზმის მიმართულებით – თბილისი კი არ მალავს ინტერესს სომხეთის გამოცდილების მიმართ, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში.

“რაც შეეხება ჯავახეთში ჩვენს მოქალაქეებს და მათ განათლებას, უახლოეს მომავალში, საქართველოს ამ საკითხებზე კონკრეტული შეთანხმების მისაღწევად, სომხეთის განათლების მინისტრი ეწვევა”, – განაცხადა კარაპეტიანმა.

ამ საკითხებზე სოხმეთის პრემიერმა პარლამენტში გამოსვლის დროს ისაუბრა. მისივე თქმით, საქართველოსთან არ არსებობს, ისეთი პრობლემა, რომელიც მოლაპარაკებების შედეგად არ გადაიჭრება.

სომხეთის დელეგაცია საქართველოს 22–დან 24 თებერვლამდე სტუმრობდა. ეს საქართველოში სომხეთის პრემიერის პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები