LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ელექტრონული შესყიდვების განვითარებით პირველ ადგილზეა

36

საქართველო ელექტრონული შესყიდვების განვითარების თვალსაზრისით პირველ ადგილზეა, – ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან რაზმაძემ ფორუმზე – ”აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის საერთაშორისო ფორუმი – საჯარო შესყიდვების თანამედროვე ელექტრონული სისტემები” განაცხადა.

როგორც ლევან რაზმაძემ აღნიშნა, ფორუმი საერთაშორისო დონეზე მესამედ იმართება. ფორუმის მთავარი ორგანიზატორია აზიის განვითარების ბანკი, ხოლო თანამონაწილე მსოფლიო ბანკი.  ”აღნიშნული ფორუმი საერთაშორისო დონეზე ფილიპინებისა და სამხრეთ კორეის შემდეგ თბილისში მესამედ იმართება. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ხორციელდება რეფორმები და არის წინსვლა”, – განაცხადა ლევან რაზმაძემ.

ფორუმს ესწრებოდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე. ”ელექტრონული შესყიდვების სისტემა არის ძალიან ეფექტური. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სახელმწიფო შესყიდვებთან, ვამატებთ პროდუქტებს. ამ სისტემას შიდა მოხმარების გარდა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც იყენებენ. ამჟამად შეფასებას აკეთებენ აზიის განვითარების ბანკის სპეციალისტები, მათაც უნდათ სისტემაში ჩართვა. პროცესის ელექტრონული მიმდინარეობა გვაძლევს შესაძლებლობას შევამციროთ ხარჯები და დავზოგოთ დრო”, – აღნიშნა ზურაბ ალავიძემ.

2-4 ოქტომბერს თბილისში, „აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის საერთაშორისო ფორუმი – საჯარო შესყიდვების თანამედროვე ელექტრონული სისტემები“ ტარდება. თბილისს, ძირითადად აზიის რეგიონის ქვეყნებიდან, 100 კაციანი დელეგაცია ეწვია. ფორუმის მთავარი ორგანიზატორია აზიის განვითარების ბანკი, თანამონაწილე – მსოფლიო ბანკი. ძირითადი განსახილველი თემატიკა მიეძღვნება ელექტრონული საჯარო და სამთავრობო შესყიდვების მოწინავე პრაქტიკას, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას, მოდერნიზებისა და სრულყოფის საკითხებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები