LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ესპანეთის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს

25

ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველო სრულად უჭერს მხარს.

ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველო სრულად უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. საქართველო იმედს გამოთქვამს, რომ ვითარება ესპანეთის სამეფოში მშვიდობიანად დარეგულირდება ქვეყნის კანონმდებლობის, კონსტიტუციისა და სამართლის პრინციპების სრული დაცვით,“  – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტოროს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები