LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ევროკავშირისგან უფრო მეტ დახმარებას იღებს, წელს ეს რიცხვი 110 მილიონი ევროა – საჯიდ კარიმი

45

„ასოცირების დღის წესრიგი კარგად მიმდინარეობს, საქართველო წინ მიიწევს,“ – ამის შესახებ შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარემ, საჯად კარიმმა, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-5 შეხვედრის პირველ სამუშაო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკამ ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმებისგან დიდი სარგებელი უნდა მიიღოს.

მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ამისთვის საჭიროა, ფერმერებს საჭირო ინფორმაცია ჰქონდეთ.

“საქართველო ევროკავშირისგან, წინა წელთან შედარებით, მეტ დახმარებას იღებს, რაც 110 მილიონ ევროს შეადგენს,“ – განაცხადა საჯიდ კარიმმა.