LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო-ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგი დაიწყო – პრემიერი

88

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის, განცხადებით, საქართველო-ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგი დაიწყო.

„ეს საკითხი გუშინ გადაწყდა და ეს არის უმნიშვნელოვანესი მიღწევა, ვინაიდან ჩვენ ვხდებით პრაქტიკულად ევროპის უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთი უმნიშველოვანესი კომპონენტი ქვეყანა და ეს არის დიდი ხნის მუშაობის შედეგი. ეს არის უპრეცედენტო ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან და ეს არის დადასტურება ევროპის მხრიდან საქართველოსადმი დიდი ინტერესის.

„რა თქმა უნდა, ამ დიალოგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი იქნება რუსეთ- საქართველოს კონფლიქტი და  და მისი მშვიდობიანად გადაჭრის გზების ძიება, ასევე, ტერორიზმი, რადიკალიზმი და ორგანიზებულ დანაშაულთან კოორდინირებული ბრძოლა. ეს სტრატეგიული დიალოგის ფორმატი იქნება გზა, რომ მივაღწიოთ მაქსიმალურ თავსებადობას ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სტურქტურებთან,“ – განაცხადა კვირიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები