LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ევროპის რეგიონული კომისიის 28-ე კონფერენციის მასპინძელი იქნება

73

„საქართველო იქნება ევროპის რეგიონული კომისიის 28-ე კონფერენციის მასპინძელი, რაც აღიარებაა იმ პროგრესის, რომელიც ჩვენ გვაქვს ცხოველთა ჯანდაცვის უზრუნველყოფის მიმართულებით, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 86-ე გენერალურ ასამბლეაზე გადაწყდა, რომ სექტემბერში ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომისიის 28-ე კონფერენცია საქართველოში გაიმართება. საქართველოს 53 ქვეყნის დელეგატი ესტუმრება.

ეს არის აღიარება იმ პროგრესის, რომელიც ჩვენ გვაქვს ცხოველთა ჯანდაცვის უზრუნველყოფის მიმართულებით. საქართველო სამხრეთ კავკასიაში, ცხოველთა ჯანდაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა და ჩართულია გლობალურ და რეგიონულ პროცესებში და სულ უფრო ხშირად ჩნდება ასპარეზზე, როგორც აქტიური მონაწილე. ეს არის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა იმისათვის, რომ საქართველომ სავაჭრო ურთიერთობებში მიაღწიოს კიდევ უფრო მეტ პროგრესს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა პარიზში გამართულ ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 86-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები