LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ფორბსის რეიტინგში 43-ე ადგილზეა

40

ყველაზე გავლენიანმა ამერიკულმა ბიზნესგამოცემამ Forbes-მა 2017 წელს ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგი 139 ქვეყანას მოიცავს და საქართველო 43-ე ადგილზეა.

რეიტინგის სათავეში შვედეთია. ათეულში კი შემდეგი ქვეყნები მოხვდნენ: ახალი ზელანდია, ჰონგკონგი, ირლანდია, გაერთიანებული სამეფო, დანია, ნიდერლანდები, ფინეთი, ნორვეგია, კანადა.

რაც შეეხება რეიტინგის შედგენის მეთოდოლიგიას, ქვეყნები სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით შეფასდნენ. მაგალითად, საქართველო 11 კრიტერიუმის მიხედვით არის შეფასებული. მათ შორის, სავაჭრო თავისუფლების მხრივ საქართველო მე-4 პოზიციაზეა, მონეტარული თავისუფლების კუთხით რეიტინგი გაუარესებულია – 50-ე პოზიციამდე. ეს ერთადერთი კრიტერიუმია, სადაც გაუარესებაა. სხვა პოზიციებში, წინა წლებთან შედარებით, ცვლილება არ არის: ინოვაციები – 114-ე ადგილი, ტექნოლოგიები 65-ე ადგილი, ინვესტორთა დაცვა მე-7 ადგილი, კორუფცია 47-ე ადგილი, პირადი თავისუფლება 64-ე, საგადასახადო თავისუფლება 21-ე, საკუთრების უფლება მე-8 ადგილი.

ცნობისთვის, მსოფლიოში ავტორიტეტულმა გამოცემამ პირველად ეს რეიტინგი 2006 წელს შეადგინა და მაშინ ამჟამინდელი რეიტინგის ლიდერ შვედეთს მე-17 პოზიცია ეკავა. თუმცა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამ ქვეყანამ ბოლო წლებში ბიზნესისთვის რეგულირების შემსუბუქებითა და საყოველთაო კეთილდღეობისთვის ბიუჯეტის ხარჯების შემცირებით, საკუთარი ეკონომიკა მნიშვნელოვნად გარდაქმნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები