LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

77

4-7 აპრილს საქართველო გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს.

საერთაშორისო კონფერენციას ინოვაციური სტრატეგიები სამთო ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის,“ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი დაესწრება.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, დღეს, 4 აპრილს, 15:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის მთის კურორტების მესამე კონფერენციის ფარგლებში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ტალიბ რიფაის ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდება.

დღესვე, 17.00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასა დაქართული კერძო  სექტორის წარმომადგენლებს შორის „ეთიკის კოდექსის“ ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

კონფერენციას 5 აპრილს, სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახსნის. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და  მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი მიმართავენ.

კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ სამთო კურორტების განვითარებისა და სეზონის მთელი წლის განმავლობაში გახანგრძლივების შესახებ, განიხილავენ ახალი ბაზრების დივერსიფიკაციას და   ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ. იგეგმება ასევე მსჯელობა კლიმატის ცვლილებების საკითხის შესახებ.ამასთან, შეხვედრაზე განიხილება ინოვაციური მეთოდების გამოყენების საკითხი, რომელიც ხელს შეუწყობს სამთო კურორტების  პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზრებზე. შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ გამოწვევებს, რომელიც გარემოს, სტრუქტურულ და  მარკეტინგულ სფეროებს  უკავშირდება.

კონფერენციის ფარგლებში დელეგატები იმსჯელებენ  სამთო კურორტების ეკონომიკური პოტენციალის შესახებ, რათა მოხდეს  ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა სამთო ტურიზმის სფეროში და გაუმჯობესდეს  მათისოციალური მდგომარეობა. კონფერენციის მონაწილეები ასევე განიხილავენ „სამთო ტურიზმის კულტურის“ განვითარების პერსპექტივებს დაინვესტიციების სტიმულირებისთვის სამთო კურორტებზე ხელსაყრელი გარემოს ჩამოყალიბების საკითებს.

საერთაშორისო კონფერენციას ორგანიზებას  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და მთის კურორტების განვითარების კომპანია  უწევს. ღონისძიების ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას ხელი გიორგი ჩოგოვაძემ და ტალიბ რიფაიმ ლონდონში 2016   წელს მოაწერეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები