LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო გამოიყენებს ყველა ბერკეტს, რათა ტატუნაშვილისა და ოთხოზორიას საქმეებზე დამნაშავეები დაისაჯონ – ზურაბ აბაშიძე

57

არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას საქმეები იქნება საუბრის მთავარი თემა გრიგორი კარასინსა და ზურაბ აბაშიძეს შორის გამართულ შეხვედრაზე.

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელის განცხადებით, ამ დრამატულ ფაქტებზე ყურადღება შეხვედრის დასაწყისშივე გამახვილდება.

„რა თქმა უნდა, შეხვედრის დასაწყისში ყურადღებას გავამახვილებ იმ დრამატულ ფაქტებზე, რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა, ოთხოზორიას საქმე. ხაზს გავუსვამ იმას, რომ საქართველო გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა დამნაშავეები დაისაჯონ და არავის ჰქონდეს ილუზია, რომ ჩვენ ამ მიმართულებით გავჩერდებით. არსებობს თანამეგობრობის, ჩვენი პარტნიორების ჩართულობა, სამართლებრივი ბერკეტები. ჩვენ ამას ვიყენებთ და კიდევ უფრო ეფექტურად გამოვიყენებთ,“ – განუცხადა ზურაბ აბაშიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები