LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო გერმანიასთან შედეგზე ითამაშებს

64

კვირა საღამოს, გერმანიის ქალაქ ლაიპციგში, საქართველოს ნაკრები ევროპის 2016 წლის ჩემიონატის შესარჩევ ეტაპს ასრულებს. ჩვენი მეტოქე თვით მსოფლიო ჩემპიონი გერმანიის ნაკრებია და თან ისეთი, რომელსაც ერთი ქულა მაინც სჭირდება. არსებობს იმის ალბათობაც, რომ გერმანია წაგების შემთხვევაშიც გავიდეს, მაგრამ ჯერ ერთი გერმანელთა არაკონცეტრირებულობა ვის გაუგონია და მეორეც, რატომ ჩაიგდებენ ხიფათში თავს, როცა ქულ(ებ)ის მოპოვება საშინაო კედლებში არც თუ ძლიერ მეტოქესთან სულაც არ არის ურთულესი ამოცანა.

გერმანიას არ ეყოლება მარიო გიოტცე, თუმცა მსოფლიო ჩემპიონისთვის ერთი ან რამდენიმე ფებურთელის გამოკლება დიდი ვერაფერი საგანგაშოა, ასევე საეჭვოა შვაინშტაიგერის თამაში.

საქართველოს ნაკრების 23 წევრი კი ჯანმრთელადაა.

„მთავარია, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა. საკმაოდ ხანგრძლივი ფრენა იყო და აღდგენითი ვარჯიში გვქონდა. ეს ბოლო თამაშია და სულ რომ არ სჭირდებოდეთ გერმანელებს ქულები, ისინი დიდი პროფესიონალები არიან და ბოლომდე იბრძოლებენ. ჩვენი მეტოქე მსოფლიო დონის ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. რა თქმა უნდა, შედეგზე ვითამაშებთ. გიბრალტარის მატჩთან შედარებით შემადგენლობაში ცვლილებები იქნება“, – აღნიშნა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახი ცხადაძემ.

შეგახსენებთ, გერმანია-საქართველოს თამაში თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. გერმანული მხარის განცხადებით, შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები