LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ჰაი-ტექში ისრაელის წარმატებული მოდელებს გადმოიტანს

94

ბიზნესის, ტურიზმისა და ჰაი-ტექის სფეროებში საქართველო-ისრაელის თანამშრომლობის 2017 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა.

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ისრაელიდან ჩამოსულ 100-მდე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელს გააცნო თბილისის საინვესტიციო პოტენციალი და პროექტები, რომელსაც თბილისის მერია საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატასთან თანამშრომლობით განახორციელებს.

„საქართველო-ისრაელს შორის ეკონომიკური ურთიერთობა ძალიან ბევრი თვალსაზრისით ვითარდება. დღეს თბილისის ბიზნეს შესაძლებლობებსა და შემდგომ განვითარებაზე ვისაუბრეთ. დაახლოებით ერთი წლის წინ, როცა ჩემი ვიზიტი შედგა ისრაელში, შედეგად მოჰყვა რამდენიმე საინტერესო პროექტი. ვითარდება სასტუმრო ინდუსტრია და ტურიზმი. საუბარია სხვა სფეროებში თანამშრომლებაზეც“, – განაცხადა ნარმანიამ.

ბიზნეს პალატის ხელმძღვანელისა და „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელის იციკ მოშეს განცხადებით კი, 2017 წლის სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს საქართველოს კიდევ უფრო უკეთ გაცნობას, ისრაელისა და მსოფლიო ებრაელობისთვის. „2017 წელი ეს არი საქართველო-ისრაელის 25 წლის დიპლომატიური ურთიერთობების იუბილე. საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით, წელს საქართველოს ეწვევა საზოგადოებრივი აზრის შემქმნელი 500 -მდე ადამიანი ისრაელიდან. ისრაელისა და მსოფლიო ებრაელობისთვის შემუშავდა ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ახალი მარშრუტიც, სადაც მოექცევა თბილისში ქართველი შინდლერების ხსოვნის პარკიც, რომლის გახსნაც წელს გაზაფხულზე იგეგმება“, – განაცხადა მოშემ.

2017 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე მხარეებმა ისაუბრეს ჰაი-ტექსა და სოფლის მეურნეობაში ისრაელის წარმატებული მოდელების გადმოტანაზე, ისრაელიდან ინვესტიციების მოზიდვის საკითხზე, ახალ ბიზნესპროექტებსა და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები