LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ისევ უსაფრთხოა: მსოფლიო რეიტინგში მეშვიდეზე ვართ

45

საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ათეულშია და უსაფრთხოების ინდექსის 2017 წლის მონაცემების მიხედვით, 125 ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილს იკავებს. გასულ წელს, ამავე რეიტინგში საქართველო მეექვსე ადგილზე იყო.

უსაფრთხოების ინდექსის 2016 წლის შუალედური მონაცემების მიხედვით, 125 ქვეყანას შორის საქართველო მესამე ადგილზეა.

საქართველოს უსაფრთხოების 2017 წლის მაჩვენებლის თვალსაზრისით, ყატარი, სინგაპური, ტაივანი, ავსტრია, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ჰონგკონგი უსწრებს.

საქართველოს უსაფრთხოების ინდექსმა, აღნიშნული მონაცემების მიხედვით, 79,17% შეადგინა, ხოლო კრიმინალურმა მაჩვენებელმა – 20,83%.

ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, უსაფრთხოების ინდექსის მიხედვით, უკრაინა 85-ე ადგილზეა, თურქეთი 55-ზე, რუსეთი 67-ზე, აზერბაიჯანი მე-18-ზე, ხოლო სომხეთი მე-19-ზე.

კრიმინალური ინდექსის მონაცემებით, ყველაზე საფრთხისშემცველ ქვეყანათა ხუთეულში ვენესუელა, პაპუა ახალი გვინეა, ჰონდურასი, სამხრეთ სუდანი და სამხრეთ აფრიკაა.

ამ მონაცემების მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატები 53-ე, დიდი ბრიტანეთი 70-ე, შვეიცარია 115-ე, ხოლო საფრანგეთი – 67-ე ადგილზეა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები