LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ისტორიაში საუკეთესო შედეგს უმიზნებს

15

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ინტერვიუ მისცა ინტერნეტ-პორტალ Eurohoops-ს, სადაც ეროვნული გუნდის მიზნებსა და ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე ოლაპარაკა, რომელიც 31 აგვისტოს დაიწყება.

“რთული და ძალიან დაბალანსებული ჯგუფი შეგვხვდა. სამწუხაროდ, არ გვეყოლება ვიქტორ სანიკიძე და ეს უდიდესი დანაკლისია ჩვენთვის. თუმცა, კალათბურთი გუნდური სპორტია და შევეცდებით ამ პრობლემას სათადარიგო მოთამაშეებით გავუმკლავდეთ.

ევრობასკეტზე ჩვენი მიზანია გუნდის ისტორიაში საუკეთესო შედეგის მიღწევა. ამიტომაც, ყოველი დღისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ არ ვუყურებთ იმას, რამდენად სახელოვანი და ტიტულოვანია ჩვენი მეტოქე. მხოლოდ საკუთარ თავზე ვიქნებით კონცენტრირებული და კონკრეტული მატჩის მოგების განწყობით გავალთ მოედანზე. იმედია, ეს იქნება ჩვენი საუკეთესო ევრობასკეტი”, – განაცხადა ფაჩულიამ.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები იქნებიან: ისრაელი, ლიტვა, იტალია, გერმანია და უკრაინა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები