LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო იტალიას ეთამაშება: ნოემბრის ტესტებზე ექვსი ერის გუნდი გველოდება

61

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები იტალიასთან ტესტ მატჩს გამართავს. ცნობილი იტალიური გამოცემა Corriere Dello Sport წერს, რომ იტალია-საქართველოს სარაგბო შეხვედრა 2018 წლის ნოემბერში შედგება. თამაში შემოდგომის ტესტების ფარგლებში გაიმართება და არაფერი არ ექნება საერთო ექვსი ერის თასთან.

ბოლოს იტალია და საქართელოს ერთმანეთს 15 წლის წინ შეხვდნენ, მაშინ იტალიელებმა 31:22 მოიგეს.

სხვათა შორის, ზუსტად ერთი წლის წინ, როდესაც მსოფლიო რაგბის მორიგი რეიტინგი გამოქვეყნდა, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 71,45 სარეიტინგო ქულით მე-14 პოზიციიდან მე-13 ადგილზე აინაცვლა და იტალიის ეროვნული ნაკრები ჩამოიტოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები