LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ჯიფონის საერთაშორისო კინოფესტივალზე

55

საქართველო ჯიფონის საერთაშორისო კინოფესტივალზე უკვე მეექვსედ იყო წარმოდგენილი.
მსოფლიოში ერთ-ერთ უმნიშვენლოვანეს ახალგაზრდულ კინოფესტივალზე, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, წელს შემდეგი ქართველი მოზარდები გაემგზავრნენ:

გიორგი სოლომანაშვილი (თბილისი)
ქეთევან შავაძე (ბათუმი)
ელენე მინდიაშვილი (გორი, სოფელი დიცი)
სალომე ბერძენიშვილი (თბილისი)

წლევანდელი კინოფესტივალი გამოირჩეოდა ფილმების მსოფლიო პრემიერების სიუხვით. ფესტივალზე მიწვეული იყვნენ ფილმების ავტორები. მათთან შეხვედრისა და გასაუბრების შესაძლებლობა მოზარდებს ჩვენებების შემდგომ ჰქონდათ.

ფესტივალის საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ: სემ კლაფინი, ჯერემი ირვინი, პოლ რუდი, ევანჯელინ ლილი, ანდრეა ბოჩელი…

ჯიფონი არის კინოფესტივალი, სადაც ჟიურის წევრები ბავშვები და მოზარდები არიან. ყოველწლიურად 3000 ბავშვი მსოფლიოს 50 ქვეყნიდან უყურებს ფილმებს სხვადასხვა ნომინაციაში, განიხილავს მათ და გამოავლენს საუკეთესოს. ისევე როგორც წინა წლებში, ქართველი მოზარდები ჟიურის აქტიური წევრები იყვნენ, ფილმების ავტორებს საინტერესო კითხვებს უსამდნენ და ჩართული იყვნენ კინოფესტივალის ყველა მნიშვნელოვან აქტივობაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები