LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო მესამე კალათაშია: ვინ შეიძლება შეხვდეს ბორჯღალოსნებს

33

10 მაისს იაპონიის ქალაქ კიოტოში 2019 წლის მსოფლიო თასის წილისყრა შედგება და ბორჯღალოსნები ჯგუფურ ეტაპზე მომავალი მეტოქეების ვინაობას შეიტყობენ.

გასულ უქმეებზე 2017 წლის ექვსი ერი და რაგბი ევროპის ჩემპიონატი დასრულდა და გუნდებმაც 10 მაისამდე მსოფლიო რეიტინგში პოზიციები გადაინაწილეს. „მსოფლიო რაგბმა“ მსოფლიო თასის კენჭისყრისას რეიტინგი პირველად 2011 წლის ტურნირისთვის გამოიყენა და ეს ტრადიცია ახლაც გრძელდება.

საქართველო მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზეა და შესაბამისად, წილისყრისას მესამე კალათაში, არგენტინის, იაპონიის და იტალიის ნაკრებებთან ერთად იქნება. პირველად მსოფლიო თასების ისტორიაში, პირველ კალათაში იქნება ირლანდია, რომელიც ექვსი ერის დასრულების შემდეგ რეიტინგში მე-4 ადგილზე აღმოჩნდა. პირველ კალათაში არიან ახალი ზელანდია, ინგლისი და ავსტრალია.

მეორე კალათაში შოტლანდიის, საფრანგეთის, სამხრეთ აფრიკისა და უელსის ნაკრებები მოხვდნენ. შოტლანდიამ წლევანდელი ექვსი ერი მაღალ დონეზე ჩაატარა და მსოფლიო რეიტინგში უმაღლეს, მე-5 საფეხურს შეწვდა.

ამ 12-მა ნაკრებმა 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური ინგლისის მსოფლიო თასზე მოიპოვა. დანარჩენი 8 საგზურისთვის გუნდები რეგიონალურ შესარჩევ ტურნირებში იბრძვიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები