LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო მსოფლიოს 15 ქვეყანასთან ერთად, ევროკავშირის ახალ ინიციატივაში მოხვდა

29

საქართველო მსოფლიოს 15 ქვეყანასთან ერთად, ევროკავშირის ახალ ინიციატივაში მოხვდა. ინიციატივა ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ ვითარებას ეხება, რომლის მიხედვით, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის შეფასებით, საქართველო რეგიონში მოწინავე ადგილს იკავებს.

ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, სტავროს ლამბრინიდისის განცხადებით, ინიციატივის ფარგლებში შემუშავებულ სიაში შესულია  ადამიანის უფლებების სფეროში სამაგალითო და წარმატებული ქვეყნები,  სადაც ჩამოყალიბდა და დამკვიდრდა ადამიანის უფლებების კარგი სისტემა.

საქართველოს აქვს შესანიშნავი მიღწევები  ადამიანის უფლებების დაცვის შესრულების კუთხით.  ეს საკითხი, იმ გამოწვევების ჩათვლით რაც კიდევ არსებობს,  სხვებისთვის გასაზიარებლად ძალიან შთამბეჭდავი იქნება. მოხარული ვარ, რომ არსებობს სურვილი კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ამ ინიციატივის ფარგლებში. ჩვენ, როგორც ევროკავშირი, ვამაყობთ საქართველოს პარტნიორობით ამ გარდამავალ ეტაპზე, ადამიანის უფლებების სფეროში და ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს გადაწყვეტილებებს, რათა უზრუნველყოთ ყოველდღიურად ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესება. ეს ყველას გვჭირდება“, – აღნიშნა მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ინიციატივა 2018 წელს „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ მიღებიდან 70 წლის იუბილის აღსანიშნავად დაიგეგმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები