LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო მსოფლიოს მეორე ეტაპისთვის ემზადება: ახალი ამერიკელი უკვე აქ არის

21

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ილიას ზუროსის მიერ შერჩეულ 19 კალათბურთელს შორის ორი ამერიკელი თად მაკფადენი და მეტ ჯენინგია, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მომავალ მატჩებში საქართველოს ნაკრების ღირსებას ჯენინგი დაიცავს, რომელმაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქის პასპორტი უკვე აიღო.

ესპანური „ბასკონიას“ ამერიკელი მსროლელი სამი დღეა საქართველოშია და ის მოქალაქეობის მიღებას ელოდებოდა.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო პირველობის შესარჩევი ტურნირის პირველი ეტაპი დაძლია და 13 სექტემბრიდან მეორე ეტაპის შეხვედრებს ითამაშებს. ჩვენი ეროვნული გუნდი ფიბა-ს მიერ გამოყოფილ სამ სათამაშო ფანჯარაში ექვს მატჩს გამართავს. პირველი ფანჯრის ფარგლებში ილიას ზუროსის გუნდი 13 სექტემბერს ისრაელში ამ ქვეყნის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 16 სექტემბერს თბილისში საბერძნეთს უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრები “დინამოს” საწვრთნელ ბაზაზე ემზადება. ნაკრებს გოგა ბითაძე, გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია შეუერთდებიან.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები პირველ საშინაო მატჩს 16 სექტემბერს სპორტის სასახლეში საბერძნეთთან გამართავს. შეხვედრა 19:00 საათზე გაიმართება. მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო და ბილეთების ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები