LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო რეგიონის სპორტული ტურიზმის ცენტრი გახდება

36

საქართველო უნდა გადავაქციოთ რეგიონის სპორტული ტურიზმის ცენტრად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოსადმი ინტერესი სულ უფრო დიდია.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა უნიკალური ძეგლების აღდგენით სამუშაოებზე, ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე.

”აღდგენითი სამუშაოები დავიწყეთ უნიკალურ ძეგლებზე, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში იყო მიტოვებული. 2018 წელს საქართველო იქნება მთავარი მასპინძელი ქვეყანა, საპატიო სტუმარი ფრანკფურკის წიგნის ფესტივალზე, სადაც ჩვენ ძალიან მაღალ დონეზე უნდა წარვადგინოთ ჩვენი ქვეყანა. ეს იქნება მთელი წლის განმავლობაში ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს არა მხოლოდ გერმანიის, არამედ საერთაშორისო მასშტაბით ჩვენი ქვეყანა წარვადგინოთ, როგორც ერთის მხრივ უძველესი კულტურის ქვეყანა, მეორე მხრივ დინამიური ქვეყანა ძალიან სწრაფად და საინტერესოდ განვითარებადი კულტურით, სხვადასხვა მიმართულებით, მეცნიერებით და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება წარმატებული წელი ამ მიმართულებითაც“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ტურიზმზე და აღნიშნა, რომ 2017 წელი ტურიზმში ძალიან კარგი წელი იყო. “7 მილიონს გადააჭარბა ვიზიტორების რიცხვმა. ტურიზმი რჩება ინვესტიციებისთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მამოძრავებელ ძალად. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით 2018 წელიც იქნება კიდევ უფრო წარმატებული“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები