LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ – სტრასბურგში სასამართლო პროცესი დასრულდა

81

სოციალურ ქსელში სტრასბურგიდან საქართველოს ადვოკატის გოჩა ლორთქიფანიძის ინფორმაცია ვრცელდება, რომლის მიხედვითაც, სასამართლო პროცესი – საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ დასრულდა.

ლორთქიფანიძის თქმით, რუსეთს არგუმენტები არ აქვს.

„რაც დღეს სასამართლოში მოვისმინეთ მოწინააღმდეგე მხარისგან, ნიშნავს იმას, რომ რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ არგუმენტი არ აქვს! როგორც პრეზიდენტმა, რაიმონდიმ თქვა, გადაწყეტილების თაობაზე გვაცნობებენ წინასწარ, მაგრამ როდის არ დაუკონკრეტებია”.

2008 წლის ომიდან 10 წლის თავზე სტრასბურგის სასამართლოში ისტორიული პროცესი თბილისის დროით 11:00 საათზე საქართველოს პოზიციის წარდგენით დაიწყო.

საქართველო რუსეთს 2008 წლის ომის დროს და მის შემდგომ განვითარებული პროცესებისას, ევროპული კონვენციის რვა მუხლის დარღვევაში ედავება, მათ შორისაა წამება არაადამიანური მოპყრობა და საქართველოდან საქართველოს მოქალაქეების გაძევება. ქართული მხარის ინტერესებს ბრიტანელი ადვოკატები იცავენ.

საქართველოს სტრასბურგის სასამართლოზე 700 მტკიცებულება აქვს წარდგენილი, მათ შორის დაზარალებულთა ჩვენებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები