LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო რუსი ტურისტებისთვის ღიაა – თამარ ხულორდავა

59

საქართველო რუსი ტურისტებისთვის ღიაა, თუმცა კანონმდებლობის დარღვევას ხელისუფლება არ შეეგუება, ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ განაცხადა.

“ჩვენ ქვეყანას აქვს ძალიან ღია პოლიტიკა. ჩვენ ვამბობთ იმას, რაც სათქმელია ყოველთვის პირდაპირ. ჩვენ გვაქვს მკაფიო პოზიციები იგივე რუსეთთან მიმართებაში, ღია ვართ რუსი ტურისტებისთვის – ეს ბევრჯერ დავაფიქსირეთ და ძალიან მოწონებით და სიხარულით ვხვდებით იმას, რომ საქართველო ტურისტებისთვის, მათ შორის რუსი ტურისტებისთვის, მიმზიდველი ადგილია. მათ არც ერთ ეტაპზე არანაირი პრობლემა საქართველოში მოგზაურობის კუთხით არ ექმნებათ, მაგრამ როცა ადგილი აქვს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას, ბუნებრივია, საქართველო, როგორც დამოკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, ამ კანონის დარღვევას არც ერთ შემთხვევაში არ შეეგუება. სხვა კომენტარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე ვერ გავაკეთებ. ჩვენ მომავალშიც დავიცავთ საქართველოს კანონმდებლობას და ღია ვიქნებით ყველასთვის, ვინც საქართველოში ჩამოდის ტურისტული ღირსშესანიშნაობების სანახავად”,- განაცხადა ხულორდავამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოში მოგზაურობამდე რისკები კარგად აწონონ. უწყება საქართველოს მიერ იური ლუჟკოვის შავ სიაში შეყვანას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ოფიციალური თბილისი პროვოკაციებს განაგრძობს“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები